სკოლა „პოლიგლოტი“ ფრანკოფონიის დღეების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა
24 მარტს, კავკასიის ფრანგულ სკოლაში ფრანკოფონიის დღეები დაიწყო. ფესტივალში საქართველოს თვრამეტი სკოლა, მათ შორის „პოლიგლოტიც“ მონაწილეობდა. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი ოლივიე კურტო, მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
„პოლიგლოტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა – მოსწავლეებმა შეასრულეს ნაწარმოებები ფრანგულ და ქართულ ენებზე.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სკოლა „პოლიგლოტის“ მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები – ანა ქურდიანი, სოფია ბიწაძე, მე-7 (ა) კლასის მოსწავლეები – მარიამ ბეკოშვილი და ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ფრანგული ენის პედაგოგები – ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიალოგი ფრანგულ და ქართულ ენებზე, ნიკოლოზმა შეასრულა სიმღერა ქართულად, ხოლო სოფიამ – ფრანგულად.
ღონისძიების ბოლოს, ფრანგული სკოლის ეზოში ჩარგეს ზეთისხილის ნერგი, რაშიც სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილიც მონაწილეობდა.
სკოლა მადლობას უხდის კავკასიის ფრანგული სკოლის ადმინისტრაციას და ორგანიზატორებს შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისათვის, რომელიც ყოველწლიურად აძლევს საშუალებას „პოლიგლოტის“ მოსწავლეებს, გამოავლინონ თავიანთი უნარი და ნიჭი ფრანგულ ენაზე.