სკოლა „პოლიგლოტი“ ინოვაციურ სასწავლო პროექტს ანხორციელებს
სკოლაში „პოლიგლოტი“ დაიწყო ინოვაციური სასწავლო პროექტი: „21-ე საუკუნის უნარები“.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს და გააანალიზეს ცნობილი უნივერსალური მითები და ინტერპრეტაციები. იმსჯელეს სიზიფეს, პრომეთეს, არგონავტების მითებზე, დაუკავშირეს თანამედროვეობას და ზოგ შემთხვევაში შეცვალეს კიდეც. ბოლოს, სკოლის დირექტორმა შეაჯამა მოსწავლეთა ინტერპრეტაციები და სიზიფეს მითის ახლებური გადაწყვეტაც შესთავაზა მათ.
21-ე საუკუნის უნარები არის უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა,რომელსაც სკოლა პოლიგლოტი მოსწავლეებს სთავაზობს. პროგრამა ემსახურება თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების დასაძლევად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას.
კურსი ეყრდნობა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთა საშუალებით მოსწავლეები გამოიკვლევენ და ისწავლიან ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების კრეატიული გადაჭრა, გუნდური მუშაობა, ციფრული წიგნიერება, ემოციური თუ ინტელექტი და სხვ.
მოსწავლეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ პროექტებში, პერფორმანსებსა და ინტერაქციულ აქტივობებში, რაც დაეხმარება მათ ახალი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში. მსგავის ტიპის პროგრამები შესაძლებლობას აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს 21 საუკუნის პროფესიები სწორად შეარჩიონ.