GE
20 თებერვალი, 2019 16:56

სკოლა ,,პოლიგლოტი“ კინგსის ოლიმპიადის საუკეთესო ათეულშია

სკოლა ,,პოლიგლოტი“ პირველ ადგილზეა რეგიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი. გარად ამისა, სკოლა საუკეთესო ათეულშია ქალაქის სკოლებს შორის იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი.

საქართველოს მასშტაბით სკოლა ,,პოლიგლოტი“ ასევე საუკეთესო ათეულშია იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის ინგლისური ენის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი, ამ ყოველივეს გამო კინგსის ოლიმპიადამ სკოლა ,,პოლიგლოტი“ დააჯილდოვა წარმატების სერტიფიკატით.

“გვეამაყება ჩვენი სკოლის მიღწევები, ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებებს, ისინი მუდმივად არიან ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და კონკურსებში საუკეთესო ფინალისტები”, – აღნიშნა სკოლის დირექციამ.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი