სკოლა „პოლიგლოტი“ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში
სკოლა „პოლიგლოტში“ დასრულდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ონლაინ კურსი – რიტორიკა ციფრულ ეპოქაში (მასტერკლასები).
11 მაისს, პროექტის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს. საინტერესო ექსკურსიის შემდეგ დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსმენელები:
დავით თორღვაიძე, ირინე ქურციკიძე, ლიზი ბაკაშვილი, ანასტასია ნასარიძე, ლუკა ფიჩხნარაშვილი, ელიზაბეტ ზურაბიანი, ნანიკო ჯაბანაშვილი და ანა ჩხაპელია.
კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალებები თემაზე:
- რა არის თავისუფლება – ჩაწერეს ვიდეო-სფიჩები;
- შექმნეს თავისუფლების მეტაფორები;
- გაესაუბრნენ კიბერ-გალაკტიონს;
- შეარჩიეს და გაახმოვანეს კოსპლეის პერსონაჟები თანამედროვეობაში;
- ისწავლეს ემოჯებით წერა – აირჩიეს სტროფები და ემოჯებით დაწერეს „ვეფხისტყაოსანი“;
- შეთავაზებულ ფოტოებზე შექმნეს ძალიან საინტერესო ტექსტები;
- ითამაშეს სიტყვებით – და შექმნეს სახალისო კროსვორდები;
- ისწავლეს კომიქსების შექმნა;
- ფინალური შეფასებისთვის მოამზადეს ვიდეოები მათთვის საინტერესო თემებზე – ისაუბრეს წიგნზე, თამაშზე, ფილმზე….
სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორს და მხარდამჭერს, „პოლიგლოტის“ დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს, ასევე – მასწავლებლებს, თეონა დიასამიძეს და ანა ჯავახიშვილს და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ნინი სანადირაძეს, მასპინძლობისთვის და საინტერესო ექსკურსიისთვის.