სკოლა „პოლიგლოტი“ პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული სკოლების ხუთეულში მოხვდა
მესამე წელია, რაც სკოლა “პოლიგლოტი“ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტებში -“საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” – მონაწილეობს. წელსაც ფართომასშტაბიან სასწავლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალში პოლიგლოტელებმა წარმატებით იასპარეზეს და გამარჯვებული სკოლების ხუთეულში მოხვდნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სერტიფიკატები გადასცა მოსწავლეებს, შეჯიბრების წამყვანმა გიორგი მოსიძემ „პოლიგლოტელების“ თამაში მოიწონა და მომავალშიც მოიწვია სათამაშოდ. შეჯიბრებას ესწრებოდა საპატიო სტუმარი საფრანგეთიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი.
სკოლა „პოლიგლოტის“ გუნდის ხელმძღვანელი არის ისტორიის პედაგოგი თინა დორეული. გუნდის წევრები, სკოლა „პოლიგლოტის“ IX-XI-XII კლასის მოსწავლეები, დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ საქმეს და შეისწავლეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია.
სკოლა „პოლიგლოტი“ ულოცავს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს და ეროვნული არქივის სამეცნიერო გუნდს მადლობას უხდის ამ შესანიშნავი პროექტისათვის.