GE
30 აპრილი, 2018 12:26

სკოლა “პოლიგლოტი” საქართველოს ეროვნული არქივის პროექტის “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა” წარმატებული მონაწილეა

საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა”

2018 წლის 26 აპრილს თბილისში, სასტუმრო ,,ჰუალინგში“, გაიმართა საქართველოს ეროვნული არქივის პროექტის ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ნახევარფინალური თამაში: ,,რა? სად? როდის?“. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა (20 ქ-დან 18 ქულა აიღეს) ნუცა ნოზაძემ, ნუცი წერეთელმა, ლუკა ფიცხელაურმა, ელენე სვიანაძემ, სანდრო კაპანაძემ, ნიკა ჯოხაძემ .

პროექტის ხელმძღვანელი არის ისტორიის მასწავლებელი თინათინ ზარნაძე-დორეული.

სკოლა ულოცავს მათსსახელოვან გუნდს წარმატებას და ფინალურ ტურში გამარჯვებას უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი