24 ოქტომბერი, 2016 16:16
სკოლა ,,პოლიგლოტის“ 1-ლ კლასელებმა ზეიმი გამართეს
2016 წლის 20 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I კლასელებმა დაუვიწყარი ზეიმი გამართეს. მოაწყვეს ბარაქიანი შემოდგომის ულამაზესი კუთხე, რომელსაც ამშვენებდა სხვადასხვა ნუგბარი, ფერად-ფერადი ხილი, ყვავილები, აკიდოები, ჩამიჩი და ჩირი, გიდელი და კალათები, ტრადიციული სასმისები, გოგრები და ჩურჩხელები.
პატარებმა მასწავლებლის დახმარებით სახელდახელოდ მომზადებულ თათარაში ამოავლეს ჩურჩხელები, მოისმინეს შემოდგომის ზღაპარი და წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების ორგანიზატორი პირველი კლასის ხელმძღვანელი ინგა შველიძე იყო. სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ ინგას და პირველი კლასის მოსწავლეების მშობლებს, რომელთა გვერდში დგომითა და ენთუზიაზმით მოეწყო ეს ლამაზი საღამო.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი