GE
28 მაისი, 2021 12:10

სკოლა ,,პოლიგლოტის“ 1-ლი(ბ) კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ბუნებაში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ 1-ლი(ბ) კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ბუნებაში.

მოსწავლეები გაეცნენ წვიმის ტიპებს. მასწავლებელმა მოსწავლეებს დაუსვა კითხვა თუ რა სურდათ ყველაზე მეტად და შემდეგ წაუკითხათ ჯანი როდარის მოთხრობა ,,გაუგონარი წვიმა“.

გაკვეთილის ბოლოს ჟუჟუ მასწავლებელმა კანფეტების წვიმაც მოიყვანა და ყველამ პირი ჩაიტკბარუნა, რის გამოც ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.

,,დიდი მადლობა ჟუჟუ მასწავლებელს ბავშვების გახარებისთვის“, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)