23 იანვარი, 2024 17:54
სკოლა „პოლიგლოტის“ ახალგაზრდა მოჭადრაკეების წარმატება
18 იანვარს, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ჩატარდა თბილისის სასკოლო ლიგა 2024, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა “პოლიგლოტის” მე-10 კლასის მოსწავლე გაბრიელ როსტიაშვილმა და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ნუცა მთვარელიძემ და ცოტნე მამფორიამ. პოლიგლოტელებმა ძალიან წარმატებით იასპარეზეს. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ნუცა მთვარელიძის წარმატებული გამოსვლა, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ ჩვენს საამაყო პოლიგლოტელებს წარმატებას და მომავალ წელს ვუსურვებთ ჩემპიონობას!