GE
23 დეკემბერი, 2016 16:40

სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე საახალწლო ზეიმი ჩატარდა

23 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე საახალწლო ზეიმი ჩატარდა. სკოლას ეწვივნენ თოვლის ბაბუა და ფიფქია. I, II და III კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის გმირები, იცეკვეს, იმღერეს და  წაიკითხეს ლექსები, ითამაშეს ფიფქიასთან ერთად, მიიღეს მონაწილეობა სახალისო კონკურსებში და მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

ზეიმის  ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს დაურიგა საჩუქრები, ასევე მკითხველთა კონფერენციაში მონაწილეებს სკოლის დირექციამ საჩუქრებთან ერთად ქების სიგელები გადასცა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ქეთევან ჯეირანაშვილმა.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის მასწავლებლებსა და განსაკუთრებით სკოლის დირექტორს, მზია დაუშვილს, ამ ულამაზესი ღონისძიებისთვის.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი