GE
24 დეკემბერი, 2018 16:05

სკოლა “პოლიგლოტის” დირექცია მასწავლებლების პროფესიულ ზრდაზე ზრუნავს

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია ზრუნავს მასწავლებლების პროფესიული ზრდისათვის. ამჯერად, 2018 წლის 22 დეკემბერს, სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები ანა ჯავახიშვილი, ელიზავეტა ზაზაძე, ნინო დაუშვილი, სოფიო ლიჩელი და ნაზი ზაალიშვილი სკოლის დირექტორის, მზია დაუშვილის, ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებოდნენ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ-მეთოდურ მე-6 კონფერენციაზე: ,, ინოვაციები და ტრადიციები თანამედროვე განათლებაში“.

კონფერენციაში დაუსწრებლად მიიღო მონაწილეობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ. მან საინტერესო თემა დაამუშავა, რომელიც დაიბეჭდა კონფერენციის ჟურნალში. სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლებმა წაიკითხეს მოხსენებები.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ კონფერენცია იყო საინტერესო, საქმიანი და ბევრის მომცემი.

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლები მადლობას უხდიან მზია დაუშვილს პედაგოგების პროფესიული ზრდის ხელშეწყობისა და კარიერული წინსვლისთვის.

 

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი