6 ივნისი, 2018 16:24
სკოლა “პოლიგლოტის” Iბ კლასმა წლის დამამთავრებელი ზეიმი გამართა
მთავრდება 2017 -2018 სასწავლო წელი და სკოლა „პოლიგლოტის“ I ბ კლასმა მაია ხიტურიძის ხელმძღვანელობით წლის დამამთავრებელი ზეიმი გამართა. პირველკლასელებმა გაიხსენეს ქართული ანბანის შექმნის ისტორია, გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ პერსონაჟები, იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და ულამაზესი სანახაობა წარმოადგინეს.
ეს საყვარელი ბავშვები უკვე მეორეკლასელები არიან.
სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა მაია ხიტურიძეს, ძვირფას მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თანამშრომლობისა და ერთგულებისათვის, უსურვა მათ წინსვლა და ბედნიერი მომავალი.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



