სკოლა ,,პოლიგლოტის“ IX კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიას ესტუმრნენ
2017 წლის 23 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ IX კლასის მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიას, სადაც გაიმართა პროფესორ ვალერი ასათიანის ლექცია – „ანტიკური კულტურა და საქართველო”.
ლექციაზე ვალერი ასათიანმა ისაუბრა საქართველოში ანტიკური კულტურის შესახებ, ჰომეროსის სამყაროსა და „ვეფხისტყაოსანზე“, ბერძნულ მითოლოგიაზე, როგორია საქართველოში ანტიკურობის შესწავლის ტრადიცია და ვინ იყო „მეცნიერების კეთილშობილი რაინდი“.
ლექცია იყო ძალიან საინტერესო. დასასრულს, ბატონმა ვალერიმ სკოლა „პოლიგლოტის“ ბიბლიოთეკას აჩუქა თავისი დაწერილი წიგნი – ,,ბიზანტიური ცივილიზაცია“.
სკოლის წარმომადგენლები დიდ მადლობას უხდიან ვალერი ასათიანს ასეთი საინტერესო და მრავლისმთქმელი ლექციის ჩატარებისა და სამახსოვრო საჩუქრისთვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი

