GE
25 მაისი, 2020 10:51

სკოლა „პოლიგლოტის“ კვირეულის ფარგლებში მოწვეულმა ქართული ენის მასწავლებელმა მოსწვალეებს ფერების ფსიქოლოგიაზე ესაუბრა

სკოლა „პოლიგლოტის“ კვირეულის ფარგლებში ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს სტუმრად ყავდა მოწვეული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი.

პროექტი ეძღვნებოდა ფერთა გამას ქართულ ლიტერატურაში და პოეზიაში. ამ საინტერესო პროექტს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა დისტანციური სწავლების დროს ტრადიციულად უძღვებოდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები: ზურაბ საკანდელიზე, ანი გორდეზიანი, ანამარია ფაცინაშვილი და იოანე ბალხამიშვილი.

მოსწავლეებმა გადაცემაში სტუმრად მოწვეულ პედაგოგთან ერთად ისაუბრეს ფერების ფსიქოლოგიურ ასპექტზე მხატვრობაში, ლიტერატურაში, პოეზიასადა ცხოვრებაში.

„პოლიგლოტის“ კვირეულის სტუმარი ქართული ენის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი:

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი