სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლები კსუ-ის პედაგოგთა I სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
2018 წლის 9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩაატარა მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია – ,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში.“
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებმა: ანა ჯავახიშვილმა, თეონა დიასამიძემ, ნაზი ზაალიშვილმა, ნინო დაუშვილმა, სოფიო ლიჩელმა და ელიზავეტა ზაზაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 100-მდე პედაგოგი. კონფერენცია კსუ-ის საკონფერენციო დარბაზში რექტორმა – კახაბერ კორძაიამ გახსნა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმაც.
კსუ-ის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი მზია დაუშვილი, როგორც უნივერსიტეტის მეგობარი და მხარდამჭერი, რადგან სკოლა ,,პოლიგლოტი“ აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში. პედაგოგებმა სხვადასხვა სექციაში იმუშავეს.
“კონფერენციაზე პედაგოგები გაეცნენ ინოვაციებს, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობისათვის პედაგოგებს მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა უგულავას, კონფერენციის ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს. მსგავს პროექტებში სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.კსუ-ს ვუსურვებთ წინ სვლასა და წარმატებებს”, – აღნიშნა სკოლა “პოლიგლოტის” დირექციამ.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლები მადლობას უხდიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამ საინტერესო ინიციატივისათვის.