სკოლა “პოლიგლოტის” მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში თემაზე “უკეთესი განათლებისათვის”
სკოლა ,,პოლიგლოტის” მასწავლებლები იმყოფებოდნენ არაფორმალური განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა კონფერენციაზე: ,,უკეთესი განათლებისათვის“.
კონფერენცია იყო საქმიანი, საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს მასწავლებლებმა, გაუზიარეს გამოცდილება და დაასკვნეს, რომ მასწავლებლის, სკოლისა და საზოგადოების როლი განსაკუთრებულად დიდია მოზარდი თაობის განათლებისა და განვითარებისათვის, რომ ,, მასწავლებელი არის ის, ვინც უკეთესობისკენ შეცვლის მსოფლიოს“.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სკოლის დირექტორ მზია დაუშვილს მუდმივი მხარში დგომისა და მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლების ზრუნვისთვის, ასევე მადლიერებას გამოხატავენ არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ანა კვიჟინაძისა და მისი ერთგული თანაშემწის მარიამ ნოზაძის მიმართ ამ კონფერენციის მოწყობისა და იმ დიდი წვლილის შეტანისათვის, რასაც უკეთესი განათლებისათვის ზრუნვა ჰქვია.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



