18 მაისი, 2021 13:37
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-3 კლასის მოსწავლეები ,,გარდენიას“ ესტუმრნენ
თბილისში ლამაზი გაზაფხულია! ამიტომ, სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ,,გარდენიაში“ სტუმრობა.
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით გააფერადეს ქოთნები, დეკუპაჟის ქაღალდით გააფორმეს, გაასუფთავეს მიწა და დარგეს ყვავილები, რომლებიც სახლში წაიღეს სამახსოვროდ.
მოსწავლეებთან ერთად იყვნენ მათი პედაგოგები: ნათია ვერულიძე, სოფო ნასყიდაშვილი და ნათია ქანთარია, აგრეთვე დაწყებითების კათედრის ხელმძღვანელი თეა ჯაღიაშვილი.
,,ალბათ, ეს დღე ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ, დიდი მადლობა მათ“, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი