21 იანვარი, 2026 16:06
სკოლა „პოლიგლოტის“ მეორეკლასელებმა საახალწლო ღონისძიებები გამართეს
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-2 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან – ანა მუმლაძესთან, მაია ხუტუნიშვილსა და ანი ჭელიძესთან ერთად, საახალწლო ღონისძიებები გამართეს.
„მოსწავლეებმა შეასრულეს საახალწლო სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები, რითაც სანტა კლაუსის მოწონება დაიმსახურეს და საჩუქრებიც მიიღეს. პატარებმა დიდი მონდომებით შექმნეს ნამდვილი საახალწლო განწყობა და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს“, – აცხადებენ სკოლაში.
„პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ანა მუმლაძეს, მაია ხუტუნიშვილსა და ანი ჭელიძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს – მონაწილეობისათვის და მშობლებს – აქტიური ჩართულობისთვის.