სკოლა ,,პოლიგლოტის“ მერვე კლასელებმა პროექტი ,,ქართული ენა – ღმერთების ენა!“ განახორციელეს
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მერვე კლასელებმა ,,დედა ენის“ დღესთან დაკავშირებით შექმნეს სიმბოლური ნამუშევრები, რომლებიც მიზნად ისახავდა კალიგრაფიის სილამაზეს, შემოქმედებითობისა და ორიგინალური ხედვის გამოვლინებას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების ონლაინ გამოფენა, ხელოვნებისა და ქართული ენის მასწავლებლების მიერ გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციის მფლობელები: საუკეთესო კალიგრაფია – ნუციკო ქემოკლიძე, ყველაზე ორიგინალური ჩანაფიქრი – მარიამ ბაციკაძე, ყველაზე შემოქმედებითი ნაშრომი – ელდინო ჯინჭარაძე.
მოსწავლეებმა გამოავლინეს სიყვარული ქართული ენისადმი და ვიდეოგაკვეთილზე ისაუბრეს ,,დედა ენის“ დღის მნიშვნელობაზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი
ვიდეო და ფოტოკოლაჟის ავტორი: ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი