10 დეკემბერი, 2025 17:37
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია
სკოლა „პოლიგლოტში“, ინგლისური ენის მასწავლებლის, სალომე ბოხუას ხელმძღვანელობით, eTwinning-ის ორი საერთაშორისო პროექტი – „Green Developers“ და „Mosaic of Different Cultures: Cultural Exchange with eTwinning“ მიმდინარეობა.
სკოლის მიერ 10 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელშიც „პოლიგლოტის“ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.
ორივე პროექტმა მიიღო როგორც ეროვნული, ასევე ევროპული ხარისხის ნიშანი და ევროპული სკოლის განათლების პლატფორმაზე განთავსდება.
„ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ყველა ჩატარებული აქტივობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. „პოლიგლოტი“ ულოცავს სალომე ბოხუასა და მის მოსწავლეებს ამ განსაკუთრებულ წარმატებას“, – აცხადებენ სკოლაში.