GE
26 სექტემბერი, 2019 15:02

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლე კომპანია მაგთის სტიპენდიატი გახდა

“სიყვარულით ვულოცავთ სკოლა ,,პოლიგლოტის“ 2018-2019 ს/წლის კურსდამთავრებულს, ოქროსმედალოსან ელენე სვიანაძეს განსაკუთრებულ წარმატებას”, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სკოლის დირექტორმა.

ელენე სვიანაძემ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების რაოდენობის მიხედვით, რის გამოც მოიპოვა სრული, 100%-იანი, დაფინანსება როგორც სახელმწიფო, ასევე შიდა საუნივერსიტეტო გრანტით და გახდა კომპანია მაგთის სტიპენდიატი.

სკოლა ელენეს უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას, წინსვლას კარიერასა და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი