სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაციის პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ
სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მარიამ გუშარაშვილმა, ნიკა გახოკიძემ, დეა ყორჩიშვილმა, ელენე მესხიშვილმა, ნია ნადირაძემ და ანანო რაზმაძემ მონაწილეობა მიიღეს ,,ალეა“-ს (ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაცია) პროექტში – ,,თანამედროვე მსოფლიო აფრიკის განვითარებისათვის” – MWDA, რომლის მიზანი არის მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანება და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ და პრობლემურ თემებზე მუშაობა.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯანდაცვის კომიტეტში , განიხილეს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრობლემები, ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, გამართეს დებატები, შეიმუშავეს რეზოლუცია.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს, რის გამოც დაჯილდოვდნენ სეტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორს, მზია დაუშვილს, გადასცეს მადლობის სიგელი ახალგაზრდების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული მოსწავლეების აღზრდისათვის.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი