24 მაისი, 2023 13:04
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ანუკი ლაბაძესთან ერთად გადაწყვიტეს ე.წ “Science lesson in nature” ჩაეტარებინათ ღია ცის ქვეშ, ულამაზეს ბოტანიკურ ბაღში.
გაკვეთილი ეხებოდა ფოტოსინთეზს, მცენარის გამრავლებასა და მცენარეებისთვის საჭირო განსხვავებულ პირობებს-მოსწავლეებმა ჯგუფებად, ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები მოცემულ საკითხებზე, პრეზენტაციებზე სრულიად დამოუკიდებლად იმუშავეს და ისინი ვიზუალურად თავად გააფორმეს.
ღია ცის ქვეშ გაკვეთილს დაესწრნენ დაწყებითი განათლების კათედრის ხელმძღვანელი თეა ჯაღიაშვილი და ასევე პატარების მშობლები. მათ საინტერესო შემეცნებითი გაკვეთილის შემდეგ მოაწყვეს პიკნიკი და გასართობი აქტივობები.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი