27 ივნისი, 2022 12:30
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები დაცული ტერიტორიების ამბებს გაეცნენ
სკოლა „პოლიგლოტს“ ეკოკლუბის ორგანიზებით ეწვია დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის კონსულტანტი, მარიამ ხუციშვილი, რომელმაც ბავშვებს დაცული ტერიტორიების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გააცნო.
პრეზენტაციის ბოლოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა ბავშვებს ხაფანგების მიერ გადაღებული ვიდეო მასალები აჩვენა.
სკოლა „პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის მარიამ ხუციშვილს მათთან სტუმრობისათვის და ასევე – ეკოკლუბის ხელმძღვანელს, თამარ ტეფნაძეს, შეხვედრის ორგანიზებისათვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი