სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ეროვნულ არქივში გამართულ აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
ეროვნულ არქივში გაიმართა აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თინა დორეულთან ერთად ესწრებოდნენ ამ საიუბილეო შეხვედრას.
არქივის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს აკაკი შანიძის პეტრიწონსა და ჯვრის მონასტერში სამეცნიერო ექსპედიციის ამსახველი დოკუმენტური კადრები. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსის ქალიშვილი მზექალა შანიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი და აკადემიკოსის ყოფილი მეგობრები. მათ გაიხსენეს აკადემიკოსთან დაკავშირებული მოგონებები, ისაუბრეს აკაკი შანიძის ღვაწლსა და სამეცნიერო მუშაობაზე. ასევე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის გალერეაში აკ. შანიძის ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი





