სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-5 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, სადაც ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შემოქმედებით საღამოს – „ვიკითხოთ წიგნი“ დაესწრნენ.
როგორც სკოლაში აცხადებენ, ღონისძიებას უძღვებოდა ფრანგული ინსტიტუტის მიერ საქართველოში მოწვეული ფრანგი მწერალი, რომელმაც ბავშვებს საფრთხის წინაშე მყოფი ზღვის ცხოველების შესახებ ძალიან საინტერესო ტექსტი წაუკითხა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა. მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით და ცხოველების გადარჩენისა თუ შენარჩუნების გზებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის და ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძეს ჩართულობისათვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი