სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში იმყოფებოდნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. ისინი დაესწრნენ სემინარს საქართველოში ტყის სექტორში არსებული მდგომარეობის, პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრა გაიმართა პროექტ „მოხალისე ლექტორის“ ფარგლებში. სემინარს უძღვებოდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი ეკატერინე ბალანჯიშვილი. შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა სკოლა „პოლიგლოტის“ გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო შეშაბერიძე.
პროექტი „მოხალისე ლექტორი“ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და და საზოგადოებაში მოხალისეობრივი ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სკოლა დიდ მადლობას უხდის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში „პოლიგლოტის“ ჩართვისთვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



