24 მარტი, 2026 12:00
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები GENIUS Olympiad-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში მიემგზავრებიან
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-8 კლასის მოსწავლეები – ლუკა სამხარაძე და ცოტნე ბრეგვაძე წარმატებით გადავიდნენ GENIUS Olympiad-ის ფინალში და მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებს შეეჯიბრებიან.
ოლიმპიადა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კიდევ ერთხელ გახდა „პოლიგლოტის“ მოსწავლეების ნიჭისა და შრომის დამადასტურებელი.
„ვულოცავთ ლუკასა და ცოტნეს ამ დიდ წარმატებას! გვჯერა, რომ მათ წინ უამრავი გამარჯვება და დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ! ასევე, სკოლა „პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის STEAM კლუბს და მის ხელმძღვანელ მარიამ ხაჩიძეს გაწეული შრომისათვის“, – აცხადებენ სკოლაში.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი