30 მარტი, 2026 16:41
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები Genius Olympiad-ში მონაწილეობდნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა – ქეთი ვალაშვილმა, ანი ქურდიანმა და თორნიკე ირემაძემ, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე – Genius Olympiad, მეწარმეობის კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა წარმატებით წარადგინეს ორი ძალიან საინტერესო პროექტი. პირველი ულტრაბგერითი ჰიდროპონიკა – ეს არის STEM-ის პროექტი, სადაც ინტეგრირდება საბუნებისმეტყველო საგნები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა და ტექნოლოგიები და მეორე ნარჩენი საკვების გადამამუშავებელი პროექტი (LostBites).
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის მოსწავლეებს წარმატებული ასპარეზობისათვის, ასევე მადლობა მასწავლებლებს – როზა წიკლაურს, ნანა ბარიშვილს, ლალი პაჭკორიასა და მარიამ ხაჩიძეს, პროექტში მხარდაჭერისათვის.