GE
3 ნოემბერი, 2025 15:46

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-11 კლასის მოსწავლეები, ქიმიის მასწავლებელ ნანა ბარიშვილთან და ფიზიკის მასწავლებელ ციური პაჭკორიასთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს ესტუმრნენ.

„პოლიგლოტის“ ცნობით, მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო-პრაქტიკული ბაზები და ფაკულტეტის დეკანს, ოლანი გოცირიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის პირველი ეტაპი ისტორიულ ტურსა და პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო. ფაკულტეტის კოორდინატორმა და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა მოსწავლეებს ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია გააცნო. მეორე ეტაპი კი დაეთმო ლაბორატორიულ ვორქშოფს, რომელსაც მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი შენგელი კიკილაშვილი უძღვებოდა.

„პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საინტერესო მასპინძლობისთვის. ასევე, მადლობა მასწავლებლებს აქტივობის ორგანიზებისათვის“, – აცხადებენ სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

studinfo.ge (მ)