9 ნოემბერი, 2017 13:01
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმსა და ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერს ესტუმრნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ V და VI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმს კახეთში, სოფელ მირზაანში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი მხატვრის ნახატები, ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია ფიროსმანის ცხოვრების შესახებ.
დასასრულს, ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მუზეუმშივე გააკეთეს ჩანახატები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
მუზეუმის შემდეგ სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ეწვივნენ ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერს, მოილოცეს და კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი



