GE
13 თებერვალი, 2019 13:01

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადა ,,ევერესტის“ ოქროს ტურში მოპოვებული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის“ ოქროს ტურში მოპოვებული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით. კერძოდ:

ოქროს სიგელი გადაეცათ: გიორგი არაბულს, ლიზი ბაშარულს, ცოტნე მამფორიასა და გაბრიელ ციხისელს.

ვერცხლის სიგელით დაჯილდოვდნენ: თათია საჯაია, ლიკა ხარაიშვილი, ალექსანდრე გოგიშვილი, მარიტა ლომიძე, კესანე ბლიაძე, ნიკოლოზ გოგუაძე.

ხოლო ბრინჯაოს სიგელები გადაეცათ: მარიამ გელაძესა და ოთარ ბუჩუკურს. ასევე, ერეკლე ბუჩუკური, ნინი აბსანძე, ბარბარე ბილისეიშვილი, დავით მოსიაშვილი და გოჩა კირთაძე დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სერტიფიკატებით.

სკოლა ,,პოლიგლოტი“ ულოცავს მოსწავლეებს ოლიმპიადაში მოპოვებულ წარმატებებს, უსურვებს მათ წინსვლასა და მრავალ გამარჯვებას.

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის მათემატიკის პედაგოგებს ნათია ქანთარიას, ია ცაბაძეს, ცირა ლომიძესა და ნინო დაუშვილს დაუღალავი შრომისა და მოსწავლეთა წარმატებებში გაწეული წვლილისთვის.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი