17 თებერვალი, 2026 10:53
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ
სკოლა „პოლიგლოტის“ STEM კლუბის წევრები, მე-8 კლასის მოსწავლეები საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე – GENIUS Olympiad დარეგისტრირდნენ.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სამ კატეგორიაში: ხელოვნური ინტელექტი, მეწარმეობა და რობოტიკა. მათ ჩართულობას კი ხელმძღვანელობს სკოლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი მარიამ ხაჩიძე.
სკოლა „პოლიგლოტი“ წარმატებებს უსურვებს მარიამ ხაჩიძესა და მე-8 კლასის მოსწავლეებს: ანი ქურდიანს, სოფია ბიწაძეს, ქეთევან ვალაშვილს, ცოტნე ბრეგვაძეს, დათო კაკაბაძეს, ლუკა ვალაშვილს, მათე გოგოლაძეს, თორნიკე ირემაძესა და ლუკა სამხარაძეს.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი