25 ოქტომბერი, 2018 16:47
სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები ქართლში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
სკოლა ,,პოლიგლოტის “ მე-9 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ შიდა ქართლში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე.
მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს ულამაზესი სამთავისი, ატენის სიონი, დაათვალიერეს გორის ციხე და სტალინის მუზეუმი.
ექსკურსია იყო საინტერესო, ხელოვნების მასწავლებელმა ესაუბრა ბავშვებს ამ შესანიშნავი ტაძრების მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე.
ბავშვებმა ტრადიციულად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



