2 ოქტომბერი, 2017 15:14
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები სამხრეთ საქართველოში ორდღიან საწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
2017 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სკოლა „პოლიგლოტის“ XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ორდღიან საწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სამხრეთ საქართველოში შემდეგი მარშრუტით: თბილისი,ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, ქვაბისხევი, ჭულევი, ზარზმა, ახალციხე, ვარძია, ხერთვისის ციხე.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს უძველესი ისტორიული მხარე, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ამ მხარეში არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ, მოილოცეს სიწმინდეები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
მოსწავლეებს ახლდნენ მშობლები, სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორის მოადგილე, საორგანიზაციო საკითხების მართვის მენეჯერი ეკა სიორდია და ექსკურსიის ორგანიზატორი XI კლასის დამრიგებელი ანა ჯავახიშვილი.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი







