12 აპრილი, 2022 10:30
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებლ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით. მათ დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, მარო მაყაშვილის დარბაზი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი , 1921 წლის თებერვლის ოკუპაციისას დაღუპული იუნკრების მემორიალი და სხვ. გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას. ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეები კმაყოფილი დაბრუნდნენ სკოლაში. დიდი მადლობა ქალბატონ ნაზი ზაალიშვილს აღნიშნული ღონისძიებისთვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი