GE
22 ნოემბერი, 2017 16:39

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ესტუმრნენ

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებელ ციური პაჭკორიასთან ერთად ეწვივნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“.

მოსწავლეებმა სსე-ის სათავო ოფისი და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

სკოლა ,,პოლიგლოტის “დირექცია დიდ მადლობას უხდის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სასწავლო ცენტრს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტის განხორციელებისა და მასპინძლობისათვის.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი