10 ოქტომბერი, 2019 16:39
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები სასწავლო-შემოქმედებითი ტურით დარიალის ხეობაში იმყოდებოდნენ
2019 წლის 6 ოქტომბერს დაუვიწყარ სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიაზე იმყოფებოდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-11 კლასი.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარიალის ხეობა, დატკბნენ კავკასიონის ულამაზესი ბუნებითა და მდინარე თერგის მშვენიერებით. მოილოცეს საქართველოს პატრიარქის მიერ აშენებული მამათა მონასტერი და გერგეთის წმინდა სამების ტაძარი. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მოისმინეს ქართულის მასწავლებლის ანა ჯავახიშვილის მინი ლექცია რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სამხედრო გზის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მე-19 საუკუნის ბუმბერაზი მწერლების ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭავჭავაძის,ზოგადად, თერგდალეულებისა და ქართველი რომენტიკოსების შესახებ.
ექსკურსიაზე იმყოფებოდა ასევე რუსული ენის მასწავლებელი, ლამარა თვალიაშვილი.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



