სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გამართულ ევროპული ენების დღეს დაესწრნენ
სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც გაიმართა ევროპული ენების დღე.
ღონისძიებას დაესწრნენ სკოლა “პოლიგლოტის” მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ელენე გაფრინდაშვილთან ერთად.
ღონისძიება მოიცავდა სახალისო შემეცნებით აქტივობებსა და ფრანგული, გერმანული, ესპანური, თურქული, ინგლისური, ბერძნული ენების სადემონსტრაციო ვორქშოპებს. კერძოდ, პოლიგლოტელებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში “ინტერკულტურული კომუნიკაცია და უხერხული შემთხვევები”, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის ესწავლებინა განსხვავებული კულტურული ჟესტები და მოქმედებები. მოსწავლეებმა,ასევე მონაწილეობა მიიღეს მეორე ვორქშოპში “გვესაუბრე ჩვენც” და გაეცნენ ჟესტების ენას.
მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და მუსიკის კარაოკეებში, კითხვის, ხატვისა და ხელოვნების გასართობ თამაშებში, სადაც გადაეცათ პრიზები.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი