სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეების შემეცნებითი ექსკურსია შიდა ქართლში
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები, შიდა ქართლში, შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს სამთავისის უმშვენიერესი ტაძარი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი – უფლისციხე, მისი ეთნოგრაფიული მუზეუმი და ნახეს ფილმი უფლისციხის ისტორიის შესახებ.
ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ ჰუმანიტარულ-საზოგადოოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული კათედრის ხელმძღვანელი – თამარ ტეფნაძე, ქართული ენის მასწავლებელი – ანა ჯავახიშვილი და ისტორიის მასწავლებელი – ია დორეული.
ექსკურსიაზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში – ეკატერინე სიორდია და რუსული ენის მასწავლებელი – ლამარა თვალიაშვილი. მოსწავლეები კმაყოფილნი და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
,,პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის ექსკურსიის ორგანიზატორებსა და მშობლებს თანამშრომლობისა და ლამაზი დღის ორგანიზებისათვის.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი

