GE
4 ივლისი, 2022 09:38

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა ადამიანთა უფლებებზე მოხსენებები მოამზადეს

სკოლა „პოლიგლოტს“ გაეროს განვითარების ფონდის ექსპერტი, მარიამ მაისურაძე ეწვია. მარიამი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელიც გახლავთ.

ქალბატონმა მარიამმა „პოლიგლოტში“ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მათ მნიშვნელობასა და მიღწევებზე.

პროექტში მონაწილეობდნენ სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები. მათ მოამზადეს მოხსენებები შემდეგ საკითხებზე:

  • ადამიანის ზოგადი უფლებები;
  • რას ნიშნავს დემოკრატია;
  • სიტყვის გამოხატვის თავისუფლება;
  • ბავშვების უფლებები;
  • ქალთა უფლებები;
  • კიბერ ბულინგი;
  • დისკრიმინაციის ფორმები;
  • ბავშვთა უფლებების დარღევის შემთხვევები;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ საკუთარი უფლებები და რა მოვიმოქმედოთ თუ ხდება მათი დარღვევა;

ბავშვებმა პრეზენტაციები გააკეთეს ინგლისურ ენაზე და გამოავლინეს უცხო ენის სიღრმისეული ცოდნა. პროექტის ხელმძღვანელი სკოლა „პოლიგლოტის“ ინგლისური ენის პედაგოგი, სალომე ქერაშვილი გახლავთ.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში