სკოლა „პოლიგლოტ“-ის მოსწავლეებმა ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
24 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, რენესანსის ფარგლებში, ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – “საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა “პოლიგლოტის“ მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა.
მათ წარმოადგინეს ქართულ და ფრანგულ ენაზე შესრულებული სიმღერები და ლექსები, ასევე, შეასრულეს ნახატი საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრობაზე. მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს გადაეცათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მადლობა ფრანგული ენის მასწავლებლებს: ირმა ჭანკოტაძესა და გვანცა არაბულ-გრიგალაშვილს.
სკოლა განსაკუთრებით გამოჰყოფს მოსწავლეები: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანა გორგაძე, ქეთი ვალარაშვილი, ლუკა ვალაშვილი და ლუკა დოგუზაშვილი.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი