4 დეკემბერი, 2017 11:33
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე კონფერენციები ჩაატარეს
2017 წლის 1 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 177-ე და გარდაცვალებიდან 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სკოლა „პოლიგლოტის“ III-IV-V კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია.
ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, „დედაენის „ შექმნის ისტორიაზე, წაიკითხეს ლექსები და დადგეს სპექტაკლი, გააცოცხლეს XIX საუკუნის ქართული სკოლა და იაკობ გოგებაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ III კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ლეონიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ სვანაძე.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



