სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მშვიდობის თემაზე ღონისძიება გამართეს
სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითების კათედრაზე მე-2-ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ულამაზესი ღონისძიება მშვიდობის თემაზე, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ქართული ენის მასწავლებელმა თეონა გორდეზიანმა აღნიშნა, რომ ბავშვებმა ისწავლეს მშვიდობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა. საყვარელმა მოსწავლეებმა მოგვიწოდეს მშვიდობისაკენ, მათი სლოგანი იყო: ,,არ არსებობს არანაირი გზა მშვიდობისკენ – მშვიდობა თვითონ გზაა…“.
ღონისძიების ავტორი იყო კლასის დამრიგებელი თეონა გორდეზიანი, მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა, ხოლო დეკორაციები შექმნა სოფიო ლიჩელმა. სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის ჩვენს საყვარელ პედაგოგებს, მოსწავლეებასა და მშობლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, მეტად საინტერესო და მშვენიერი პროექტის განხორციელებისათვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



