19 დეკემბერი, 2024 12:48
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა
სკოლა „პოლიგლოტის“ ხატვის წრის მოსწავლეებმა საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.
გამოფენა გაიმართა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში.
მონაწილეებმა გამოფინეს ულამაზესი ზამთრის პეიზაჟები და საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენას ესწრებოდნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: ანა და სოფო მუმლაძეები, ნონა წამალაშვილი და სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი თეა ჯაღიაშვილი. მადლობა კოლეგებს და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს: ერნა წიფურიასა და
ნინა ჩიხლაძეს, ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ ხელმძღვანელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი