სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა საინტერესო სოციალური პროექტი წარმოადგინეს
სკოლა „პოლიგლოტში“ VI ა და VI ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო სოციალური პროექტი თემაზე: „Save Animals, Save the Earth“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში, როგორიცაა: ზოოპარკის ინფო-ტურში მონაწილეობა, ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების გამოკითხვა, საქართველოს მასშტაბით წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციული ბუკლეტებისა და პოსტერების შექმნა.
პრეზენტაციას დაესწრო მოწვეული სტუმარი, ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიის მიმართულებით, ბატონი გიორგი ეპიტაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს თავისი კვლევები გააცნო. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ინტერაქტიური.
სკოლა დიდ მადლობას უხდის უცხო ენების კათედრის პედაგოგებს: გვანცა არაბულს, სალომე ქერაშვილსა და ქეთი კუპატაძეს საინტერესო პროექტის ორგანიზებისა და განხორცილებისათვის. ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელს ანა მეტრეველს ტექნიკური მხარდაჭერისათვის.