30 მაისი, 2019 17:27
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმაკონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები-2019“ მიიღეს მონაწილეობა
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა: ნიკა გახოკიძემ, ნუციკო ფიჩხნარაშვილმა , მარიამ გუშარაშვილმა და ლუკა ფიჩხნარაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ProActive Group Georgia-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები-2019 წ “.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ოთხი ტრენინგ-მასტერკლასი, სადაც ისწავლეს საკუთარი ინოვაციური ბიზნეს იდეის აღმოჩენისა და განხორციელების საშუალებები.
ტრენინგები ჩაუტარეს ბავშვებს სუპერპროაქტიველებმა: გიორგი აგირბაიამ, ცოტნე ყალიჩავამ და თორნიკე კაჭარავამ. პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს დიდი ცოდნა-გამოცდილება, შეიძინეს მეგობრები და საინტერესო პროექტიც შექმნეს, რომლის პრეზენტაციამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროექტს ხელმძღვანელობდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ ინგლისური ენის მასწავლებელი ელიზავეტა ზაზაძე.