სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
12 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-11 კლასის მოსწავლემ, ბარბარე მჭედლიშვილმა, მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა. ბარბარემ გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე: ,,შემოქმედებითი რეფლექსიის ემოციური ასპექტები“, მან ისაუბრა ემოციებზე, რომლებიც თან სდევს შემოქმედებით წვას, გააცნო კონფერენციის წევრებს თავისი შემოქმედებიდან ამონარიდები. გამოსვლამ სამეცნიერო კოლეგიის მოწონება დაიმსახურა.
თემის ხელმძღვანელი იყო სკოლა ,,პოლიგლოტის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა დიასამიძე.
“დიდი მადლობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციების კოლეგიას და ორგანიზატორებს, ასეთ შესანიშნავ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი