GE
30 მარტი, 2017 18:10

სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლემ მარიამ აზირაშვილმა ასოციაცია არსიანის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში I ადგილი მოიპოვა

სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლემ  მარიამ აზირაშვილმა ასოციაცია არსიანის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, ,,თანასწორობა თავისუფლებისათვის” I ადგილი მოიპოვა.

2017 წლის 26 მარტს  სკოლა ,,პოლიგლოტის” XII კლასის მოსწავლემ, მარიამ აზირაშვილმა, საერთაშორისო ასოციაცია არსიანის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსში, ,,თანასწორობა თავისუფლებისათვის“,  I ადგილი მოიპოვა. მას გადაეცა პირველი ხარისხის დიპლომი და  ასოციაციის მიერ დაწესებული სასაჩუქრე პაკეტი. მათ შორის: პლანშეტური კომპიუტერი; კომპანია გუდვილის მიერ დაწესებული 100- ლარიანი ვაუჩერი; კომპანია პოსტერლენდის მიერ დაწესებული 3 სასაჩუქრე ვაუჩერი; კომპანია ჩერის მიერ დაწესებული სასაჩუქრე პაკეტი.

ესეების კონკურსი “თანასწორობა თავისულფებისათვის” – 13 თებერვალს გამოცხადდა და მის სამიზნე ჯგუფს სკოლის  IX-XII კლასის მოსწავლეები წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე მონაწილემ, რომელთაგან 17 საუკეთესო ესეს ავტორი გადავიდა მე-2 ეტაპზე. მე-2 ტურში მონაწილე მოსწავლეებმა 19 მარტს წერეს ტესტური დავალებები, რომელსაც მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა უმასპინძლა.

26 მარტს გამართულ დასკვნით ცერემონიაზე, ასოციაციის მიერ გამოყოფილი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პროექტის კოორდინატორები და კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასული მოსწავლეები.

სკოლა ულოცავს მარიამ აზირაშვილს კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს მრავალ წარმატებას.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი