25 დეკემბერი, 2018 16:16
სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლემ ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე გამართულ სასკოლო კონკურსში გაიმარჯვა
2018 წლის 22 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-11 კლასის მოსწავლე ნინო გომელაური დაჯილდოვდა სერტიფიკატითა და ფასიანი საჩუქრით თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე გამართულ სასკოლო კონკურსში გამარჯვებისათვის.
ნინო გომელაური გახდა facebook-ის რჩეული. კონკურსი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ეკოხედვა/EkoVizion”-ის მიერ კომპანია ,,ბუნებაშენია“-ს ფარგლებში.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ ულოცავს ნინო გომელაურს გამარჯვებას და უსურვებს მრავალ წარმატებას.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის გულშემატკივრებს, რომლებმაც ნინოს ნახატი მოიწონეს. კონკურსის წესით ნინო გომელაურის ნახატმა დააგროვა ხმათა უმრავლესობა და მოიპოვა ჟიურის რჩეულის ნომინაციაში გამარჯვება.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი

